სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ბაჩიაშვილისთვის დღეს მისჯილი პატიმრობა კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.