09 აგვისტო 2026,   14:30
ვრცლად
სამგორის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა - ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა

სამგორის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. დღეიდან ავტომობილის მძღოლები განახლებული ცენტრალური გზით ისარგებლებენ. ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები, რომლის სიგრძე სამი კილომეტრია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა. ორივე ქუჩაზე დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გაეცნო.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. სამ კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და დაიგო ახალი ასფალტის საფარი. მოეწყო ტროტუარები, შშმ პირებისთვის კი ინფრასტრუქტურა მთლიანად ადაპტირდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური სამოძრაო ზოლი.

სამგორის რაიონის მოსახლეობის თქმით, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გადაადგილებას აფერხებდა. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტერიტორიაზე ჩატარებული გამწვანების სამუშაოებია, რომლის ფარგლებშიც ქუჩის პერიმეტრზე 800-ზე მეტი, სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო.

პროექტი თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ერთობლივად განხორციელდა და მისი საერთო ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები