06 აგვისტო 2026,   17:34
ვრცლად
იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებს და თითქოს თანამონაწილე ვარ, სიმართლეს არ შეესაბამება - ძირითადად, მისი ინტერპრეტაციაა - პაატა ქათამაძე ბესარიონ ალავიძის ბრალდებებზე

ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ყოფილი მოსამართლე პაატა ქათამაძე. ალავიძემ გავრცელებულ ინტერვიუში თქვა, რომ მასზე და პაატა ქათამაძეზე ზეწოლა ერთდროულად ხდებოდა და, ამ მიზნით, ოთახშიც კი ჩაკეტეს.

ფაქტს უარყოფს თავად ქათამაძე და ამბობს, რომ ალავიძის განცხადებების მიზანი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაა.

"იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებს და თითქოს თანამონაწილე ვარ, სიმართლეს არ შეესაბამება - ძირითადად, მისი ინტერპრეტაციაა. ქვეყანაში დაძაბული ფონია შექმნილი და ვფიქრობ, ამ ფონის კიდევ უფრო გასამძაფრებლად, ტემპერატურის ასაწევად, გარკვეულ ძალებს ალბათ დასჭირდათ, რომ ეს ინტერვიუ საჩვენებლად გამოეტანათ.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში რამდენიმე ეპიზოდს, ძირითადში ეს "რუსთავი 2-ის" ეპიზოდი იყო, თითქოს იქ იძულებას ჰქონდა ადგილი. არ მქონდა შესაძლებლობა, რომ თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილება და უფრო მეტიც, თითქოს ფანჯრიდან გადაპარვას ვაპირებდი, რაც სრული აბსურდია. მსგავსი, რა თქმა უნდა, არაფერი არ ყოფილა. გარკვეულ ამბებს თვითონ თხზავს და ალბათ სჭირდება იმისთვის, რომ მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი", - განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ, პაატა ქათამაძემ.

დღის ამბები