მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა თურქეთის დაპირისპირება თურქეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი მატჩის 63-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის ავტორობით გავიდა.
თურქეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი.
უმნიშვნელოვანეს მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდნენ.
"ჯვაროსნების" ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილისთვის ქოჯაელის პროვინციაში, ქალაქ იზმითში შედგა.