09 აგვისტო 2026,   14:24
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი - სუსი

"სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული- საერთო ჯამში 7 მილიონ 2200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შესახებ. როგორც ცნობილია, გუშინ დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე, ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში.

გაიჩხრიკა მოქალაქეების - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული - საერთო ჯამში 7 მილიონ 2200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. 

ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება", – განაცხადეს ბრიფინგზე.

 

დღის ამბები