06 აგვისტო 2026,   17:33
ვრცლად
6 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

6 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას და კონკრეტულ გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის, სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის, მეტრო "ნაძალადევის" მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჯინჭარაძის, ქვიშხეთის, სანერგის, ქსნის, ჩარგლის, გუდამაყრის, ღრმაღელის, ლაითურის, გარეჯის, ინტერნატის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ელო ანდრონიკაშვილის, ადამიას, ყუბანეიშვილის, ბეთაშვილის, ჟორდანიას, მერი შერვაშიძის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, გორდის, კლდეკარის, პიონერის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ჟღენტის, ნაქალაქევის, ორბეთის, გარეჯის, ხუდადოვის, ივანიშვილ-დემურიას, მექანიზაციის, ხერხეულიძის, ხეჩუაშვილის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ლამისყანის, ლოტკინის, წერონისის, იოსელიანის და ახალმოწამეთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჟღენტის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები