განათლების მინისტრმა მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მეცნიერები დააჯილდოვა. სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის 10 ლაურეატ მეცნიერს.
წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი აღინიშნება. ამიტომ, დაჯილდოების გარდა, გაიმართა ფონდის საქმიანობისა და მიზნების შესახებ პრეზენტაციაც.
"დავაჯილდოვეთ ის გამორჩეული მეცნიერები - ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოში მეცნიერების განვითარებაში, დღესაც შეაქვთ ეს წვლილი და ჩვენ ამით გამოვხატეთ მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა, მადლიერება და ხაზი გავუსვით პრიორიტეტს იმისა, რომ მეცნიერება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.