03 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
ვაშინგტონში ხანძარს ებრძვიან

ხანძარია ამერიკის ვაშინგტონის შტატში - მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ქალაქ სპოკენში კვამლით სავსე ცა. შტატში მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე მეოთხედ გაჩენილმა ხანძრებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ევაკუირებულია მოსახლეობა.

ხანძრის ჩაქრობას, მაშველებთან ერთად, 4 000-მდე ადგილობრივი ცდილობს. გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები