03 აგვისტო 2026,   10:29
ვრცლად
"ეს არის ომში მყოფი ქვეყანა და, აქედან გამომდინარე, მოვერიდებით რაიმე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთებას ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უკრაინის შიდა პოლიტიკას" - ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად უკრაინაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია შესაძლოა კორუფციულ სქემებთან იყოს დაკავშირებული. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, საქმე ეხება პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციულ გარიგებებს და რადას წევრების მოსყიდვას კონკრეტული გადაწყვეტილებების სანაცვლოდ.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს საკითხი უკრაინის შიდა პოლიტიკას უკავშირდება, საქართველო კი ომში მყოფი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევა.

„ეს უკრაინის საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ შიდა საქმეებში. ერთი რამე მინდა მხოლოდ გავიხსენო, რომ თქვენ იცით შეფასებები, რომლებიც კეთდებოდა ოფიციალურ დონეზე უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციის კუთხით და ამ დროს, თქვენ ხედავთ, როგორი კორუფციის კუთხით უკრაინაში, თუმცა ეს არის ომში მყოფი ქვეყანა, ჩვენი ტრადიციული მეგობარი ქვეყანა და, აქედან გამომდინარე, მოვერიდებით რაიმე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთებას ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება უკრაინის შიდა პოლიტიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები