02 აგვისტო 2026,   21:59
ვრცლად
ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამს. გამოცემა Politico ცნობით, გერმანიის კანცლერმა და იტალიის პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნეს, რომ ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა ძირს უთხრის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოებას.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ასევე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.

"ვალდებულება გვაქვს, ეფექტიანად შევაკავოთ და დაუღალავად ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას ჩვენი ქმედებების კოორდინირებით. არ შეგვიძლია დავუშვათ საზღვრების მასობრივი კვეთა, მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენება და სხვა ჰიბრიდული საფრთხეები იმ წარმოდგენის შესაქმნელად, რომ ევროკავშირში უკანონო შესვლა შესაძლებელია," - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები