ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს სომხეთის პრემიერ-მინისტრად", – აღნიშნულია ხაჩატურიანის განკარგულებაში.
7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით სომხეთის მმართველმა პარტიამ, "სამოქალაქო შეთანხმებამ", რომელსაც ფაშინიანი ხელმძღვანელობს, ხმების 49.7% მიიღო, სამველ კარაპეტიანის ბლოკს "ძლიერი სომხეთი" 23.27% ერგო, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკს კი ამომრჩევლის 9.9%-მა დაუჭირა მხარი.