ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში, გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტების სერიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტი თამარ ლიჩელია. ქართველმა მუსიკოსებმა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელებისათვის მასტერკლასებიც გამართეს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სერიები ქალაქ თბილისში, მაისის თვეში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდება.