პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.
ისაუბრა ახალგაზრდობის როლზე, სახელმწიფო მმართველობის პროცესებში მათ ჩართულობაზე და იმ გამოწვევებზე , რომლებიც თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გარემოში დგას.
სტუდენტებმა პარლამენტის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.