თბილისში ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნების "ჯიუ-ჯიცუს" ტურნირი მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ. შეჯიბრება ტარდება სპორტის ქალთა და ვაჟთა სახეობებში.
წარმოდგენილია "ჯიუ-ჯიცუს" ქართული დარბაზები. ტურნირში ყავისფერი და შავი ქამრის მფლობელი ათლეტები მონაწილეობენ.