13 ივნისი 2026,   16:50
ვრცლად
თბილისი საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

თბილისი საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირების ურთიერთობების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი, 30-ე ბიზნესფორუმი დედაქალაქში გაიმართა.

ღონისძიებაზე შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და ბიზნესკავშირები, ასევე განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალი პროექტები.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა დისკუსიები, რომელშიც ორივე ქვეყნის ბიზნესისა და ოფიციალური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები