09 ივნისი 2026,   15:01
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია - დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, თვითმართული ორგანო წლის ბოლოს დაამტკიცებს

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია - დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, თვითმართული ორგანო წლის ბოლოს დაამტკიცებს.

ბიუჯეტის მოცულობა, 2 193 388 700 ლარია და წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი. ბიუჯეტის გაზრდა, მერიის ახალ და მიმდინარე პროექტებს უკავშირდება.

სატრანსპორტო პოლიტიკა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები - 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული მიმართულებებია.

ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს ბიუჯეტის 27% მოხმარდება - მერია აგრძელებს სოციალურად დაუცველი პენსიონერების დაფინანსებას. თანხა გამოიყოფა სამედიცინო გამოკვლევებისთვის და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის.

ახალი წლის ბიუჯეტიდან 572 920 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზებს, აშენდება ახალი ხიდები, დედაქალაქში ინფრასტრუქტურა განახლდება. ფინანსურ დოკუმენტში გაწერილია თანხის ის რაოდენობა, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის და გარემოს დაცვისთვის გამოიყოფა. პროექტებს შორისაა დიდი დიღმის, დიდუბესთან დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობა. მეტროს ახალი ვაგონების დამატება და ძველების განახლება. ბიუჯეტში გათვლილია თანხა, რომლითაც მოსასვენებელი სივრცეები და რეკრეაციული ზონები მოეწყობა.

უფრო კონკრეტულად რომელ პროექტებს დააფინანსებს მერია 2026 წლის ბიუჯეტიდან - ამ საკითხზე დღეს თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახი კალაძის თქმით, ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით დაიწერა.

უკვე ცნობილია კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსება - ისტორიულ ზონებში ავარიული კორპუსების განახლება იგეგმება.

დღის ამბები