05 აგვისტო 2026,   22:14
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე - "დღეისთვის აბსოლუტურად სტაბილური, ნორმალური მდგომარეობაა, არის ავადობის შედარებით გაზრდილი რაოდენობა, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ახალი, არასტანდარტული არ ხდება"

ქვეყანა გრიპის სეზონს მომზადებული ხვდება. ჯანდაცვის მინისტრს კითხვა ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით დაუსვეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სეზონური ვირუსების რაოდენობა შედარებით იმატებს, თუმცა პროცესი სრულად მართულია და ნორმის ფარგლებში რჩება.

ძალაშია მთავარი რეკომენდაციებიც, ჰიგიენის ნორმების დაცვა და ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხ კომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება.

"დღეისთვის აბსოლუტურად სტაბილური, ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, არის ავადობის შედარებით გაზრდილი რაოდენობა, იქნება ეს გრიპის ვირუსი, თუ სხვადასხვა ტიპის ვირუსები. მაგრამ არაფერი საგანგაშო, ახალი, არასტანდარტული არ ხდება. ყოველი ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, რაოდენობა მატულობს, თუმცა, ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს, რეკომენდაცია კვლავ უცვლელი რჩება - დაწყებული ხელის ხშირად დაბანით, დამთავრებული ისეთი დამცავი საშუალებებით, როგორიც არის ხალხმრავალი ადგილებისგან მაქსიმალურად თავის არიდება,"- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები