06 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავტო იმპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავტო იმპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს "ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა წარმოადგენდა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა.

"ეს არის მეხუთე რეგლამენტი, რომელიც გულისხმობს ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების ნარჩენების მართვას და აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უწყობს ხელს პრინციპს "დამაბინძურებელი იხდის". ერთ-ერთი დამაბინძურებელი არის სწორედ დაშლილები, რომლებიც არის დაშლილი ავტომობილებისგან წარმოიქმნება. ამიტომ, იმპორტიორები, ბაზარზე განმთავსებლები, ვალდებულები არიან თვითონვე მართონ თავისი ნარჩენები", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

დღის ამბები