ქარელში ფეიერვერკის ფონზე აინთო მთავარი ნაძვის ხე. თანამოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ბავშვებისა და მოზარდების საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ ადგილობრივი ვოკალური ჯგუფები.
ნაძვის ხის ირგვლივ და მიმდებარე სკვერში მოწყობილია სხვადასხვა სახის ინსტალაციები. საახალწლოდ მორთულია მთელი ქალაქი.