05 აგვისტო 2026,   22:14
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 15 პირის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი.

პროკურორის განცხადებით, რამდენიმე ბრალდებულმა საგამოძიებო უწყებას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

"არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა ჩვენ განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე. თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპისთვის ჩამოყალიბებული არ ვართ, გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი ყველანი შევთანხმდებით გარკვეულ პირობაზე, რა თქმა უნდა, მათთან გაფორმდება შესაბამისი საპროცესო შეთანხმება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებმა მიაყენეს არაერთი დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფის სახით. შესაბამისად, მან განმარტა, თუ როგორ მიაყენეს დაზიანება, სად მიაყენეს, ვინ მიაყენა, ზოგიერთი მათგანის ამოცნობაც შეძლო და განმარტა, თუ რა ვითარება იყო ზოგადად, შემთხვევის ადგილზე,“ - აცხადებს პროკურორი, როინ ხინთიბაძე.

 

 

 

დღის ამბები