ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე დღეს ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის - "მთვარე მამაა ჩემი" კინოჩვენება გაიმართება. ევროპული კინოპროდუქციის ნახვის შესაძლებლობა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ექნებათ.
კინოცენტრი ევროპული კინოს ბაზრობაზე წელსაც ტრადიციულად საქართველოს ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მართავს შეხვედრებს ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაის, ვენეციის, ანესისა და სხვა მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებთან, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთან.