მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია", - წერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში.