02 ოქტომბერი 2026,   10:56
ვრცლად
სადაც არის გახლეჩის, დაყოფისა და დაპირისპირების მცდელობა, იმის უკან დგას "დიფ სთეითი", "გლობალური ომის პარტია" - მაჭარაშვილი "სეტანტას" ბანერზე

"სეტანტა სპორტის" ბანერს, რომელიც ისტორიაში საქართველოს ნაკრების მე-100 გამარჯვებას მიეძღვნა, ყველაზე ტიტულოსანი ქართველი ფეხბურთელი - კახა კალაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოსახულები არ არიან. აღნიშნული საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, იქ სადაც გახლეჩის, დაყოფის და დაპირისპირების მცდელობაა, იმის უკან "დიფ სთეითი", "გლობალური ომის პარტია" და საქართველოს მტრები დგანან.

"მე ვერ გეტყვით დეტალებში, ვისი დავალება აქვთ მიღებული, მაგრამ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ იქ სადაც არის მცდელობა გახლეჩის, დაყოფის და დაპირისპირების, იმის უკან დგას "დიფ სთეითი", "გლობალური ომის პარტია", საქართველოს მტრები და მათი აქაური წარმომადგენლები. ეს მედია საშუალება იქნება, პოლიტიკოსი თუ NGO სექტორი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც მოხდა პატრიარქის პანაშვიდების დროს, მაინც გაბედავ და შეეცდები საქართველოში წინააღმდეგობის შეტანას, უკვე გასაგებია რომელ მხარეს დგახარ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები