04 აგვისტო 2026,   00:02
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

გამოჰკითხეს დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი.

ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.

"8 აპრილს პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მივმართავთ ღუდუშაურთან დაკავშირებით, საპროცედურო შეთანხმების გაფორმებას.

ჩვენი პირობა პირობით მსჯავრზე მოთხოვნა იქნება", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

დღის ამბები