გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.
ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება