სააღდგომო ნობათი მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - 550 ოჯახს საკვები პროდუქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.
სასურსათო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, ასევე, განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს მიაწოდეს.