01 აგვისტო 2026,   08:28
ვრცლად
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს - ტურნირი ავსტრალიაში გაიმართება

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.

მსოფლიო თასის საგზური ჩვენმა გუნდმა მალტაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში გასვლით მოიპოვა.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იყო, რომელიც 19-13 დაამარცხა. ფინალი დღეს, 21:30 საათზე გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე კი მონტენეგრო იქნება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები