03 აგვისტო 2026,   21:33
ვრცლად
ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თითქმის ერთი თვეა, ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პრობლემა ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან გულიას ქუჩამდე მონაკვეთში დაფიქსირდა - ტერიტორიაზე თავდაპირველად მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა; შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე.

ამ ეტაპზე, მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. უნდა მოეწყოს ხიმინჯოვანი კედელი, ამის შემდეგ კი გზის რეაბილიტაცია მოხდება.

ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისის მერი, კახა კალაძე.

დღის ამბები