03 აგვისტო 2026,   22:49
ვრცლად
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მანამდე პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ მონაცემებს. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება ჯაშუშობის ფაქტზე გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა  პროკურორმა მაია სილაგაძემ.

დღის ამბები