თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე აღნიშნეს. კვირეულის ფარგლებში საკოლექციო მონეტის, საიუბილეო მარკისა და ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ითქვა, რომ ეს სიმბოლოები საქართველოს კულტურასა და მეცნიერებას მთელ მსოფლიოს გააცნობს.
ახალ გამოცემაში თავმოყრილია უნიკალური არქივი - მასში მკითხველი პირველად იხილავს მეცნიერის პირად არქივს - მის მიერ გადაღებულ ისტორიულ ტაძრებსა და ოჯახურ კადრებს.