გორის რაიონის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.
გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფლის ცენტრს ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.
გზის რეაბილიტაცია "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს ადგილზე გორის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო.