ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კახეთში მრევლი იკრიბება. თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც პარაკლისი დაიწყება.
გაიმართება საზეიმო მსვლელობა. მოქალაქეები სასულიერო პირებთან ერთად ტაძრიდან დაიძვრებიან და ერეკლე მეფის ძეგლამდე მივლენ. მათ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან.
"ჩვენ ვართ წარმოდგენილები კახეთის მასშტაბით, მრევლი, მორწმუნე საზოგადოება, ერი და ბერი. ეს მასშტაბი არის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავამოწმოთ და დავადასტუროთ ერთსულოვნება და ერთიანობა ჩვენი მემკვიდრეობისა და ჩვენი პატრიარქის სიტყვის შესრულებისთვის. ჩვენ შევასრულებთ ანდერძს, კურთხევას და მის დანაბარებს", - განაცხადა სასულიერო პირმა.