ოჯახის სიმტკიცის, სიწმინდის და მშობელთა პატივისცემის დღის აღსანიშნად ბათუმში მსვლელობა დაიწყო.
მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა დროშებით, ხატებითა და გალობით ქალაქის ქუჩებო მოიარეს და იუნკერთა საფლავთან გაჩერდნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდიან.
მსვლელობაში მონაწილეობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც ქვეყნის ერთიანობას აჩვენებს.
ავტორი: ია გოლიაძე