01 აგვისტო 2026,   04:49
ვრცლად
თბილისში "უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026" გაიმართა, რომელიც პროფესიულ განათლებას, ტექნოლოგიებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა

თბილისში "უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026" გაიმართა, რომელიც პროფესიულ განათლებას, ტექნოლოგიებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა.

ფორუმში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც თანამედროვე უნარებზე, პროფესიული განათლების ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე იმსჯელეს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები და მასტერკლასები, ასევე წარმოდგენილი იყო 5 ახალი ტექნოლოგიური პროფესიული პროგრამა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმების არსებობა, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ პროფესიული განათლების, მისი განვითარების ირგვლივ. „სქილვილი“ ძალიან კარგი მაგალითია კერძო საჯარო პარტნიორობის და უკვე ეს პარტნიორობა წლებს ითვლის და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მინდა მათ მივულოცო ამ ფორმის ორგანიზება, წარმატება ვუსურვო და ისინი ყოველთვის პასუხობენ იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რაც დღეს ჩვენ შრომის ბაზარზე გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა“, - აცხადებს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

დღის ამბები