კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამის ფარგლებში შესრულდა საგუნდო მუსიკა
“მიხარია, რომ არაჩვეულებრივი დასაწყისი გამოვიდა ფესტივალის, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. საოცარი პროგრამით წარსდგა სვიმონ ჯანგულაშვილი, ორკესტრი საფესტივალო და მე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ ნდობისთვის და ლოცვა კურთხევისთვის, რაც ამ ფესტივალთან დაკავშირებით გამოითქვა. მადლობა დარბაზს და მაყურებელს იმ ემოციებისთვის, რითიც დღეს ოპერის თეატრი იყო სავსე“, - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.