04 ივნისი 2026,   22:53
ვრცლად
ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია - მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი განვითარების მაღალ ტემპს მიმდინარე წელსაც ინარჩუნებს

ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია - მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი განვითარების მაღალ ტემპს მიმდინარე წელსაც ინარჩუნებს. გაზრდილია დასაქმების სტატისტიკა რეგიონებშიც. 23 მილიარდი ლარით განისაზღვრა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. რიცხვები წინა წელთან შედარებით, 12 მთელი 4 მეათედი პროცენტით მეტია. განახლებული მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა.

ბიზნესსექტორის გაზრდილი ბრუნვისა და მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს.

საქართველოში ბიზნესის ბრუნვის რეკორდულ მაჩვენებლებზე ამახვილებენ ყურადღებას ექსპერტები. ანალიტიკოსები აქცენტს ეკონომიკის მზარდ დინამიკაში სამეწარმეო სექტორის განსაკუთრებულ როლზე აკეთებენ. 

ბიზნესსექტორის ბრუნვასა და დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები