რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს.
ამის შესახებ, პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა:
"ჩემთვის ცნობილია გერმანიის კანცლერის წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრი უნდა გახდეს და ასე შემდეგ. ეს ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ - ინებეთ. ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ ევროკავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.