"რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი თავადაც გამოთქვა.
ამის შესახებ, პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა:
"ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ცოტა ხნის წინ, თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს: ეს რაც შეიძლება, მალე გაკეთდეს," - განაცხადა პუტინმა.