"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, არსუკიძის, კარიბჭუს, ანტიოქიის და მიმდებარე ქუჩებზე;
მათივე ცნობით, 10:10-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ჟინვალი, არანისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, საგურამო, ბურიანის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.