10 ივნისი 2026,   10:54
ვრცლად
განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი - ლევან მაისურაძე ჯარიმების შემსუბუქებისა და დაბალანსების შესახებ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გადახედვის შესახებ კონსულტაციები გრძელდება. განხილვის პროცესში შეფასდება საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა და მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლევან მაისურაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანია, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

"უწყება მუდმივად აანალიზებს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს და სტატისტიკას. განიხილება რიგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული ჯარიმების გადახედვის საკითხი. მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და მსჯელობა. განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი.

მთავარი მიზანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთის მხრივ, საგზაო უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებს. მეორეს მხრივ, იქნება დაბალანსებული და მოქალაქეების ინტერესებსაც გაითვალისწინებს", - განაცხადა ლევან მაისურაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მორიგი ცვლილებები 2 დღის წინ დააანონსა.

რეფორმა ითვალისწინებს საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმების შემსუბუქებას და დაბალანსებას იმის მიხედვით, თუ რა დონის გადაცდომას ან კანონდარღვევას ექნება ადგილი და რამდენად პროპორციული იქნება გადაცდომასთან მოქმედი ჯარიმები.

დღის ამბები