23 ივლისი 2026,   20:25
ვრცლად
"ჯივიპი" რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ წყალარინების ქსელს აახლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი, გიგა ნადირაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯივიპიმ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აგვისტოში დაასრულებს.   რის  შემდეგაც  რუსთავის მერია, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებას დაიწყებს. 

დღის ამბები