24 ივლისი 2026,   03:14
ვრცლად
იმ დროისთვის, თბილისში მოქმედ სხვადასხვა "ქოლცენტრთან" დაკავშირებულ პირებთან ჰქონდა დღეს დაკითხულ პირს შემხებლობა. შესაბამისად, ამ საკითხებზე ისაუბრა - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.
სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.
დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

"მოწმე დაკავშირებული იყო ე.წ. გამქეშებელ პირებთან, როგორც ამას თავად მოიხსენიებენ. ანუ, თანხა, რაც იყო "ქოლცენტრის" მერ მიღებული, დანაშაულებრივი გზით, შესაბამისი პროცედურების გავლით, არსებობდნენ შესაბამისი პირები, რომლებიც ამ თანხის განაღდებას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ადამიანისთვის ეს დეტალები არის ცნობილი.
იმ დროისთვის, თბილისში მოქმედ სხვადასხვა "ქოლცენტრთან" დაკავშირებულ პირებთან ჰქონდა დღეს დაკითხულ პირს შემხებლობა, შესაბამისად, ამ საკითხებზე ისაუბრა. რამდენიმე მოწმე არის დარჩენილი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ დასაკითხი. ამის შემდგომ უკვე დაცვის მხარე დაიწყებს მისი მოწმეების მოყვანას და დაკითხვას," - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები