24 ივლისი 2026,   03:31
ვრცლად
"საქმეები ფანტასტიკურად მიდის" - ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ არის მზად ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის მზად ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის. ირანზე რამდენიმედღიანი უწყვეტი იერიშების შემდეგ, მან განაცხადა, რომ "ირანს კვლავ იგივე სჭირდება".

"ჩვენ ძალიან კარგად ვმოქმედებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, საქმეები ფანტასტიკურად მიდის" - განაცხადა ტრამპმა გარემოს დაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის ლიდერებს "ბოროტი ზრახვები აქვთ" და კიდევ ერთხელ გაიმეორა პირობა, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მისცემს.

მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდებზე თავდასხმა დაიწყო, ირანში იერიშები უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. აქტიურმა კონფლიქტმა ნავთობის გლობალური ფასები კვლავ ბარელზე 100 დოლარის ნიშნულამდე გაზარდა.

გასული კვირის განმავლობაში აშშ-მა ირანის მასშტაბით უამრავი სამიზნე გაანადგურა, ამასთანავე, სრუტეში ირანული გემების საზღვაო ბლოკადა ხელახლა დააწესა.

დღის ამბები