ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტში "სავალალო შეცდომების" დაშვებაში დაადანაშაულა.
"ილუზიებში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, სავალალო შეცდომების სერიის შედეგად, "შეშლილის" როლის თამაშიდან "სასოწარკვეთილი ადამიანის" როლში გადაინაცვლა," - განაცხადა რეზაიმ.
მისი თქმით, ერაყის საზღვართან მდებარე ირანულ ქალაქ შალამჩეში მომლოცველებზე თავდასხმა და ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე მუქარა "სასოწარკვეთილებისა და უსუსურობის ნიშნის გარდა არაფერია".
"ირანის პასუხი მის მიერ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე იქნება მკაცრი და ესკალაციური." - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გუშინ, ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ აშშ "დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს" ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში მავალ გემებს მიზანში ამოიღებს.