10 ივნისი 2026,   13:20
ვრცლად
ბათუმში, 21 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

ბათუმში, 21 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.

სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცე.

სკოლა მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. აჭარაში 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია.

დღის ამბები