12 ივნისი 2026,   01:46
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია".

"დოკუმენტებს პრაქტიკულად საბოლოო სახე აქვს, ასე რომ, ვნახოთ" - განაცხადა ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზის სრუტე შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაიხსნება. როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

"მთელი ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბედნიერია" - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები