11 ივნისი 2026,   23:00
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარა - ტექნიკური ხასიათის შეხვედრა ბრიუსელში და საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტირებული პასუხები პოლიტიკურ საკითხებზე

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით გამართულ დახურულ აუდიენციას საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტებით შეხვედრა სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურის ნაწილია, მიზანი კი იმ გარემოებების გამოსწორებაზე მსჯელობაა, რამაც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამოიწვია.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო რეჟიმის დაწესებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე ევრობიუროკრატებს ყველა დეტალს განუმარტავენ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს. არგუმენტირებული პასუხები ექნებათ პოლიტიკურ საკითხებზეც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის მუქარას და შანტაჟს ვერ დაექვემდებარებიან.

ბრიუსელში ჩანიშნული შეხვედრა, რომ ტექნიკური ხასიათისაა, ამას არც ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი უარყოფს. მიუხედავად ამისა, მაინც ამტკიცებენ რომ ევროპელი პოლიტიკოსების მოთხოვნები უნდა შესრულდეს,

სახელისუფლებო ძალა ქვეყნის შიგნით ოპონენტებს და მათ მოკავშირეებს უცხოეთში ახსენებს, რომ საქართველო არაერთი კრიტერიუმით მოწინავე ადგილზეა, როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის ამავედ როს იმ სახელმწიფოების რიგებშიც, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ. შესაბამისად ნებისმიერი უსამართლო დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის თვითნებობა იქნება.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები ქვეყნის სუვერენიტეტს განსაზღვრავს და მის დათმობას ვერცერთი გადაწყვეტილება აიძულებთ.

 

დღის ამბები