11 ივნისი 2026,   23:35
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა და განაცხადა, რომ  ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული:

"გამომდინარე იქიდან, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გამართულმა მოლაპარაკებებმა ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე გადაინაცვლა და მათგან მოწონება დაიმსახურა, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი საჰაერო და სარაკეტო დარტყმები.

დისკუსიები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ისე დეტალური შინაარსის დონეზე, დამტკიცებულია პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ.

საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, ვიდრე ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება. ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება," - წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები