12 ივნისი 2026,   10:26
ვრცლად
ქანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

ქანიე უესტის კონცერტის გამო, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა იზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. 13:00 საათიდან კი მეტრო "წერეთლიდან" ცაბაძის ქუჩამდე სრულად ჩაიკეტება წერეთლის გამზირი. შეზღუდვა ხვალ ღამის 02:00 საათამდე ძალაში იქნება. მუნიციპალური ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.

კონცერტის სტუმრებისთვის, თბილისის მეტრო და 10-ზე მეტი ავტობუსის მარშრუტი მუშაობას 2 საათით, ანუ ღამის 02:00-მდე ახანგრძლივებენ.

დღის ამბები