15 ივნისი 2026,   16:23
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია. ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს ეკონომიკის მინისტრი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის რეზიდენციაში 15:30 საათზე დაიწყება და მას "კურიერი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

დღის ამბები